სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა SEU-ში

11 აგვისტო, 2024

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge  რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე  წლის  21 აგვისტოს 12:00 საათიდან 9 სექტემბრის 18:00 საათამდე.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების საფუძველზე SEU-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის  ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა)  10:00 საათიდან 18:30 საათამდე.

მიღება ცხადდება შემდეგ საბაკალავრო,  სამაგისტრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

  • ჟურნალისტიკა (ბაკალავრიატი)
  • მენეჯმენტი (ბაკალავრიატი)
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრიატი)
  • ტურიზმი (ბაკალავრიატი)
  • ფსიქოლოგია (ბაკალავრიატი)
  • სამართალი (ბაკალავრიატი)
  • ფინანსები (ბაკალავრიატი)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) (ბაკალავრიატი)
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები (ბაკალავრიატი)
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი (ბაკალავრიატი)
  • დიპლომირებული სტომატოლოგი (ინგლისურენოვანი) (ერთსაფეხურიანი)
  • ბიზნესის ადმინისტრირება. (მაგისტრატურა)
  • მონაცემთა მეცნიერება. (მაგისტრატურა)
  • სოციალური ფსიქოლოგია (მაგისტრატურა)
  • ადამიანური რესურსების მართვა. (მაგისტრატურა)
  • სამართალი. (მაგისტრატურა)
  • განათლების ადმინისტრირება. (მაგისტრატურა)
  • კლინიკური ფსიქოლოგია (მაგისტრატურა)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) (მაგისტრატურა)
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი) (ერთსაფეხურიანი)


SEU-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.

სწავლის საფასური

Message body empty