11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აგრო საწარმოების როლი აგროტურიზმის განვითარებაში".
ლექციას გაუძღვა ეკატერინე დოჯურიშვილი, თიანეთის ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, სავაჭრო სამრეწველო პალატის მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, "მართა ბებოს დამბალხაჭო" დამფუძნებელი.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.