SEU-სა და GITA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
20 ივნისი, 2024
20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა მოიცავს:
- სტუდენტების სტარტაპ პროექტების აქსელერაციის პროგრამებში ჩართვას.
- კვლევით პროექტებში მონაწილეობას და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
- მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტთა პრაქტიკებს და დასაქმების ხელშეწყობას.
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების შემუშავებას და არსებული პროგრამების განახლება/განვითარებას;
- სტუდენტებისათვის და ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალისათვის ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასების და სხვა სასწავლო აქტივობების შეთავაზებას;
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სამომავლოდ ხელს შეუწყობს სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გლობალურ განვითარებას.