სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმის" წლის დასკვნითი ღონისძიება SEU-ში

09 ივნისი, 2024

8 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია "ექსპლორიუმა" მოაწყო წლის დასკვნითი ღონისძიება, სადაც სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პროექტები: ანიმაციები, თამაშები და აპლიკაციები.

შეხვედრის მიზანი იყო მოზარდებში პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და საჯაროდ გამოსვლის უნარების განვითარება. 

მოსწავლეების წარმატებულმა პროექტებმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ პროგრამირების სწავლა შეიძლება იყოს შემოქმედებითი და გასართობი პროცესი.

ღონისძიება ჩატარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ინიციატივით.

Message body empty