სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პირველი საერთაშორისო პედიატრიული კონფერენცია კოჭ-წვივის და ტერფის პათოლოგიებში SEU-ში

08 ივნისი, 2024

6-7 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩვენი აფილირებული კლინიკის ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ბავშვთა ორთოპედების - ლევან ქაჯაიასა და მარკ სინკლერის, ასევე ბავშვთა ორთოპედიის საერთაშორისო ცენტრის (ICCO) ორგანიზებით, ჩატარდა პირველი საერთაშორისო პედიატრიული კონფერენცია, რომელიც კოჭ-წვივის და ტერფის პათოლოგიებს მიეძღვნა.

კონფერენციის მიზანი იყო პროფესიონალებს შორის კომუნიკაცია, ასევე ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ორთოპედიული პრობლემების მქონე ბავშვების მკურნალობის გაუმჯობესება.

კონფერენციის ფარგლებში, ჩატარდა სრული პრაქტიკული სწავლება - ტერფმრუდობის მკურნალობა პონსეტის მეთოდით. სწავლების კურსი ჩაატარეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა ექიმებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ჩვენი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოში და ჯანდაცვის ხარისხის ამაღლებაში მარკ სინკლერს მიენიჭა SEU-ს საპატიო დოქტორის წოდება.

Message body empty