სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი თემაზე: ,,აღმასრულებელი ფინანსური დირექტორის ფუნქციები"

09 ივნისი, 2024

8 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფის ინიციირებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,აღმასრულებელი ფინანსური დირექტორის ფუნქციები".

მომხსენებელი: პოლ რასელ კლარკი, საქართველოში 20 წლიანი პროექტების კონსულტირების გამოცდილების მქონე, საერთაშორისო ბიზნესის ექსპერტი

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია გახლდათ - აღმასრულებელი რგოლის მენეჯერები, კომპანიების ფინანსური განყოფილების თანამშრომლები, პროექტების მენეჯერები. ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ერთწლიანი აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურით დაინტერესებული კანდიდატები. 

შეხვედრა ჩატარდა SEU-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით. 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

Message body empty