სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში STEM ოლიმპიადის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

10 ივნისი, 2024

9 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში STEM ოლიმპიადის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. 

ოლიმპიადის პირველ ტურში 200-მდე სკოლის 1100 მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. 

ფინალურ ტურში გაიმარჯვა ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდმა, რომელიც CERN-ის ლაბორატორიაში გაემგზავრება, მათ სკოლაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. 

SEU აქტიურად უჭერთ მხარს მსგავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებში ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

Message body empty