8 ივნისს, SEU-ში გაიმართა კინგსის სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იყო.
ოლიმპიადა საქართველოს მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის, შემდეგ 3 საგანში გაიმართა:
მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს SEU-სგან საჩუქრად გადაეცა 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ თეონა მაისურაძე - ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი და მარიამ ლაბუჩიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო პროექტებსა და ოლიმპიადებს, რადგან მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას უწყობს ხელს.