სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგების სერია „კარიერული გზა სოციალურ მეწარმეობაში“

01 ივნისი, 2024

12 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა ტრენინგების სერია თემაზე: „კარიერული გზა სოციალურ მეწარმეობაში“,  რომელიც ჩაატარა ლიანა აფაქიძემ - კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა და SEU-ს მოწვეული ლექტორმა. 

ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები, ასევე სტუდენტური კლუბის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ.

შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმუშავეს გუნდებში და მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა:

  • სოციალური საწარმოს განმარტება; 
  • სოციალური საწარმოს განსხვავება;
  • სოციალური საწარმოს ბიზნესმოდელი; 
  • სამეწარმეო აზროვნების ინსტრუმენტები; 
  • გუნდის სტრუქტურა;
  • DISC მოდელი;
  • სოციალური მეწარმის თავისებურებები; 
  • სამეწარმეო აზროვნების - 5 პრინციპი; 
  • სოციალური საწარმოს შექმნის ეტაპები და სხვა.

ტრენინგი ჩატარდა „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება #EU4Youth პროგრამის მხარდაჭერით.

Სტუდენტებმა შეამოწმეს სოციალური საწარმოს იდეა და შეაფასეს შესაძლებლობები, ასევე ისწავლეს სოციალური პრობლემის ანალიზი და შექმნეს სოციალური საწარმოს საწყისი ნაბიჯების გეგმა.

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შექმნიან სოციალურ საწარმოებს განხორციელდება პრე-აქსელერატორის პროგრამა. პრე-აქსელერატორი პროგრამის ფარგლებში მოხდება ტექნიკური დახმარება, ინკუბაცია და შესაძლებლობების გაძლიერება. 

Message body empty