სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის NAFSA-ს ყოველწლიურ გამოფენაში

01 ივნისი, 2024

28-31 მაისს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის NAFSA-ს (national association of international educators) ყოველწლიურ გამოფენაში, რომელიც ქალაქ ნიუ ორლეანში, (აშშ) გაიმართა. 

NAFSA - ში მონაწილეობის მიზანია საერთაშორისო დონეზე უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება, პარტნიორთა ქსელის გაფართოება, განათლების სფეროში თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების გაზიარება. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ SEU-ს რექტორი გია კავთელიშვილი, ინსტიტუციური განვითარების მრჩეველი ლუკა  კავთელიშვილი, ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით გოდერძი ბუჩაშვილი, ვიცე-რექტორი ფინანსებისა და რესურსების მიმართულებით ლევან კალანდარიშვილი, რექტორის მრჩეველი მედიცინის მიმართულებით ნინო ელისაბედაშვილი და მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანი ნანა ნიკოლაიშვილი. 

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ინიციატივები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.

აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

Message body empty