საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიულ პრაქტიკასთან დაკავშირებით
18 მარტი, 2017
საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი (VIII) სემესტრის სტუდენტებთან, რომელთაც მიმდინარე სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული აქვთ პროფესიული პრაქტიკის გავლა, ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
- სამშაბათს, 21 მარტს, 14:00 საათზე - შეხვედრა მენეჯმენტის, ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტებთან.
- ოთხშაბათს, 22 მარტს 13:00 საათზე - შეხვედრა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან.
- ხუთშაბათს 23 მარტს 13:00 საათზე - შეხვედრა ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან.
- პარასკევს 24 მარტს 13:00 საათზე - შეხვედრა ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან.
- საკონსულტაციო შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტებმა უნდა აირჩიონ პრაქტიკის გასავლელად, ასევე, სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის გავლის სასურველი პერიოდის არჩევას.
- პროფესიით დასაქმებული სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას მათი სამუშაო გამოცდილების პრაქტიკაში ჩათვლის პირობების შესახებ.
- შეხვედრები ჩატარდება სეუ-ს ვერანდაზე (მე-9 სართული)