სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი „ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში განთავსდა

30 მაისი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ განთავსდა „ერიჰ პლუსის“ (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში.

“სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალია, რომელშიც ქვეყნდება ნაშრომები სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მკვლევრებისა და პროფესორების ავტორობით.

„ერიჰ პლუსი“ („European Reference Index for the Humanities and Social Sciences“) მოიცავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის წამყვან საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებს. აღნიშნულ ბაზას ინტენსიურად იყენებს ევროპული სამეცნიერო საზოგადოება.

„ერიჰ პლუსი“ საერთაშორისოდ აღიარებული პრესტიჟული სამეცნიერო ბაზაა, რომელშიც საქართველოდან ამჟამად მხოლოდ 27 სამეცნიერო ჟურნალია.

https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info?id=502488 

Message body empty