სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო სამართალი და არბიტრაჟი: პოლიტიკა, სამართალი და კომპრომისის ხელოვნება“

29 მაისი, 2024

28 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო სამართალი და არბიტრაჟი: პოლიტიკა, სამართალი და კომპრომისის ხელოვნება“.

ლექცია ჩაატარა იაკობ ცოლმანმა, მაქს ვებერის ფონდის მკვლევარმა და SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევით ცენტრის მოწვეული მკვლევარმა. 

პროფესორმა ცოლმანმა ლექციის ფარგლებში ისაუბრა საერთაშორისო არბიტრაჟის ისტორიასა და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაზე, აგრეთვე, განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • სახელმწიფოების მხრიდან საარბიტრაჟო ტრიბუნალების დახმარების მოთხოვნა;
  • საარბიტრაჟო შეთანხმების სახეები;
  • ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

Message body empty