სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სასწავლო კურსი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში: „ორალური და ყბა-სახის პათოლოგიების დიაგნოსტირების მეთოდები’’

24 მაისი, 2024

21-23 მაისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, SEU-ში ჩატარდა 3 დღიანი სასწავლო კურსი - „ორალური და ყბა-სახის პათოლოგიების დიაგნოსტირების მეთოდები’’. 

შეხვედრები გაიმართა SEU-ს დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით. 

მომხსენებელი - დოქტორი ოზგე დონმეს თარაქჩი, თურქეთის Izmir Tınaztepe-ის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, დენტალური და ყბა სახის რადიოლოგიის დეპარტამენტი. 

კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ორალურ და ყბა-სახის ქირურგიაში გამოყენებულ თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფართო სპექტრის ორალური და ყბა-სახის მდგომარეობათა დიაგნოსტირებაზე.

Message body empty