სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი თემაზე  „რატომ ვიქცევით სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვანაირად"

21 მაისი, 2024

20 მაისს, განათლების ადმინისტრირებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე რატომ ვიქცევით სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვანაირად".

ტრენინგს გაუძღვა  კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრ-კანდიდატი, შოთა ბერულავა.

შეხვედრაზე ტრენერმა განიხილა შემდეგი საკითხები:

  • რას ფიქრობდნენ პირველი თაობის ბიჰევიორისტები ადამიანის ქცევაზე;(S -> R ფორმულიდან, S-->P-->R -მდე ცვლილება);
  • რა არის სოციალური როლი;
  •  რა/როგორ გავლენას ახდენს სოციალური როლი, გარემო და ამ გარემოში მყოფი ადამიანები ჩვენს ქცევაზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი. 

Message body empty