სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

STEM მარათონში SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს 

20 მაისი, 2024

19 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა STEM მარათონი საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამების პირველი კურსის  სტუდენტებმა: ზაალ ჭუმბურიძემ, ეთერ კაპანაძემ, საბა ლომსაძემ, ლევან ჯოხაძემ STEM მარათონში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს. 

STEM მარათონზე SEU-ს გუნდს წარდგენილი ჰქონდა ხელოვნური პანკრეასის პროტოტიპი, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში ამოწმებს შაქრის დონეს და საჭიროებისამებრ შეჰყავს ინსულინი ავტომატურად. ამ იდეის განსახორციელებლად SEU-ს სტუდენტებს STEM მარათონის საპრიზო ფონდისგან გადაეცათ 3000 ლარი.

მარათონში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მთელი საქართველოდან.

მარათონის ჟიური:

ირო ცაგარეიშვილი - აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის მმართველი დირექტორი. იროს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტარტაპებთან მუშაობის. წლების განმავლობაში არის სტარტაპ მენტორი, ტრენერი და ლექტორი სამეწარმეო მიმართულებით.                                                                                                                                                    

ლია კურტანიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის  პროგრამების ხელმძღვანელი. 

ერალფ ჰატიპოღლუ - მეწარმე, რომელსაც აქვს ათწლეულზე მეტი გამოცდილება გაყიდვების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით  საერთაშორისო დონეზე. ერალფი არის ორი წარმატებული კომპანიისა და მრავალი საწარმოს თანადამფუძნებელი. ამჟამად მუშაობს, როგორც თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ინოვაციური გადახდის გადაწყვეტილებების სტარტაპში.

Message body empty