სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ გაიმარჯვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 

20 მაისი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს გუნდმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ახორციელებს PH INTERNATIONAL საქართველო "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით". 

პროექტის სახელწოდებაა:  „ხვალინდელი მოქალაქე“.

საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება.


საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:

  • ნონა ზუმბაძე - ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ანა ფირცხალაშვილი - ვიცე-რექტორი კვლევითი მიმართულებით;
  • ლია ანთაძე - განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გიორგი დონაძე - კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ლიანა აფაქიძე - კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

პროექტის შედეგად:

  • SEU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი სასწავლო კურსი;
  • უნივერსიტეტის პერსონალისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით გაღრმავდება სკოლებთან თანამშრომლობა; 
  • უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდება მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების კლუბი;
  • სასკოლო სივრცეში სამოქალაქო ცნობიერების ფორმირების მიზნით განხორციელდება სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა;
  • გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც პროექტში ჩართული სკოლები საუკეთესო პრაქტიკას წარმოგვიდგენენ. 

პროექტის ხანგრძლივობაა: 10 თვე.

პროექტის ბენეფიციარები: სხვადასხვა რეგიონის სკოლის წარმომადგენლები და მოსწავლეები.

Message body empty