სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პროექტში „ხვალინდელი მოქალაქე'' სტუდენტების მიღება დაიწყო

20 მაისი, 2024

SEU- გაიმარჯვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელსაც ახორციელებს PH INTERNATIONAL საქართველო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

პროექტის სახელწოდებაა: „ხვალინდელი მოქალაქე“

საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება.

პროექტი ემსახურება განათლების სამაგისტრო პროგრამის გაძლიერებას, შესაბამისად ვიწვევთ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონდე სტუდენტებს პროექტში ჩართულობისათვის. 

პროექტში შეირჩევიან განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება. 

შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • მონაწილეობა მიიღონ კვლევის პროცესში;
  • გაიარონ ტრენერთა ტრენინგი;
  • განახორციელონ ტრენინგები  სკოლის მოსწავლეებისთვის და წარმომადგენლებისთვის ტრენერებთან ერთად; 
  • მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებსა და შეხვედრებში. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული და ატვირთოთ CV

დარეგისტრირდი

რეგისტრაცია გაგრძელდება 24 მაისის ჩათვლით 12:00 საათამდე.

ადგილები შეზღუდულია.

Message body empty