23 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ევროპის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრონ ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მონაწილეობა მიიღონ ახალ საერთაშორისო პროექტებში.
თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტების ხელშეწყობას და საერთაშორისო მობილობის განხორციელებას.