საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ სასწავლო კურსის „ბლოკჩეინ ტექნოლოგიები თანამედროვე საწარმოში" ფარგლებში დაიწყო საინტერესო პრაქტიკული სემინარების სესია.
19 აპრილს, პრაქტიკული კურსის პირველი შეხვედრა თემაზე: "ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლები - ბიტკოინის კონცეფციის ანალიზი" ჩაატარა SEU-ს პარტნიორი ორგანიზაციის CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა ბექა ქემერტელიძემ.