19 აპრილს, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ჩატარდა SEU-ს ღია კარის დღე.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU - ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრა ჩაატარა SEU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მარიამ ლაბუჩიძემ და ინფორმაციული ტექნოლოგიების / მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ლია კურტანიძემ.