10 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ დედაენის დღესთან დაკავშირებით უმასპინძლა არტ ჯგუფ „კოგიტოს“, გაიმართა სალონური საღამო თემაზე: „თანამედროვე ლიტერატურული და მხატვრული არტ-პასაჟები".
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები, ამონარიდები რომანიდან „თუთის სურნელი” და პოეტური ტექსტები.
პროექტში მონაწილეობდნენ: მწერალი ირინა მელქაძე; პოეტი ამირან ჯანჯღავა; მსახიობი ზვიად დოლიძე; მუსიკოსები იოანე ტუღუში და გვანცა სარია; მხატვარი დავით ლეკიაშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო წიგნიერებისა და თანამედროვე მხატვრობის პოპულარიზება, პროზა-პოეზიის გამოწვევების გაცნობა და ქართული ენის სილამაზის წარმოჩენა.
შეხვედრა გაიმართა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა და სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით.