15 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ვორკშოფი: „ჟურნალისტის ერთი დღე“.
აბიტურიენტებმა, რომლებიც აპირებენ ჟურნალისტობას, პრაქტიკულად გამოცადეს საკუთარი თავი მომავალ პროფესიაში.
მონაწილეებმა განსაზღვრულ დროში თავად გადაიღეს და დაამონტაჟეს ამბავი. შექმნეს თავიანთი პირველი ჟურნალისტური ნამუშევარი.
ვორკშოფი ჩაატარეს SEU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ ზაქარაშვილმა და მედია ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ნინო გველესიანმა.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.