15 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის ფრანკოფონული სკოლის (ESFAM) დირექტორი, ნიკოლას მაინეტი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ორმხრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა (AUF) და SEU-ს პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდიები ფრანგული ენის შესასწავლად, ასევე მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.