27 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU-ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
მოსწავლეებს სამართლის პროგრამაზე ესაუბრა SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი, ხოლო ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და ხელოვნურ ინტელექტზე SEU-ს ლექტორი ბესო ტაბატაძე.
ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“.
ტრენინგი ჩაატარა SEU-ს სიმულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და SEU-ს აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა ქეთევან ედიბერიძემ.