26 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სკოლა „დეას“ მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU-ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად”.
ტრენინგი ჩაატარა SEU-ს პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა და SEU-ს მოწვეულმა ლექტორმა, მარიამ ლაბუჩიძემ.