22 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ქალაქ თბილისის N85 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU - ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად”.
ტრენინგი ჩაატარა SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა და SEU-ს მოწვეულმა ლექტორმა, ლიკა აფაქიძემ.