21 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარე გაცვლითი პროგრამების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობებისა და პროცედურების თაობაზე, ასევე გაეცნენ მიმდინარე კონკურსის დეტალებს, ჩართვის კრიტერიუმებსა და განაცხადების წარდგენის ვადებს.
ღონისძიება ჩაატარა SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ურუშაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა გურანდა თედეშვილი.
შეხვედრის მიმდინარეობისას SEU-ს სტუდენტებმა, ლუკა შენგელიამ, რომელიც ახლახან დაბრუნდა ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, ნაზი ნიბლიაშვილმა, რომელიც ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტში სწავლობს და მიიღებს ორმაგ დიპლომს და თამარ გამრეკელმა, რომელიც ლაზარსკის უნივერსიტეტში იმყოფება გაცვლითი პროგრამით, თავიანთი გამოცდილება და მიგნებები გაუზიარეს მსმენელებს.