15 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სკოლა მთიების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU - ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“.
ტრენინგი ჩაატარეს SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებმა.