13 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა შეხვედრა ამაზონის ვებ სერვისების (AWS) განვითარების მენეჯერებთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საერთო პროექტებზე.
ვიზიტის მიმდინარეობისას ამაზონის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, მათ შორის მოინახულეს ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია და გაეცნენ SEU-ს საგანმანათლებლო პროგრამებს.