11 მარტს SEU-ში ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU - ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “როგორ ავირჩიოთ პროფესია”.
სპიკერი: დავით ჩახვაშვილი - პროფესორი, SEU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.