საქართველოს ბანკის სტიპენდია SEU-ს სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის
13 მარტი, 2024
SEU-ს სტუდენტებს და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც SEU - ში ჩაირიცხებიან შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება.
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
- აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- აპლიკანტი უნდა სწავლობდეს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ბიზნესის ადმინისტრირება; ფინანსები; ტურიზმი; სამართალი.
- აპლიკანტს (მე-2, მე-3, მე-4 კურსის შემთხვევაში) უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA 3.0-4.0), ხოლო პირველკურსელებს ეროვნული გამოცდების შესაბამისი ქულები. ეროვნული გამოცდების შესაბამისი ქულების დამატებითი დეტალები გამოვლინდება სექტემბერში.
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.
აპლიკაციების მიღება დაიწყება 21 ოქტომბრიდან. (სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 21 ოქტომბრიდან).