4-7 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დელეგაცია: ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძე და საერთაშორისო ურთიერთობებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ურუშაძე staff მობილობის პროგრამის ფარგლებში რუმინეთის ეკონომიკის უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
ოფიციალური შეხვედრები მიზნად ისახავდა საპარტნიორო ქსელის განვითარებას, SEU- სა და რუმინეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით გამოცდილებების გაზიარებას და სწავლების მეთოდოლოგიაში ინიციატივების ხელშეწყობას.