საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დელეგაციამ 13-15 მარტს მონაწილეობა მიიღო სტამბულში გამართულ საერთაშორისო განათლების გამოფენაში, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება და საპარტნიორო ქსელის გაზრდა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტმა შეძლო სამომავლო პარტნიორებისთვის საკუთარი მიღწევების, აკადემიური პროგრამების, საერთაშორისო პროექტების გაზიარება და გააძლიერა თანამშრომლობა განათლების სექტორში არსებულ ორგანიზაციებთან.