საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დელეგაციამ 26-29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო როტერდამში გამართულ საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის რიგით 33ე კონფერენციასა და გამოფენაში, რომლის მიზანია საერთაშორისო განათლების ხელშეწყობა, პარტნიორობის განვითარება და საპარტნიორო ქსელის გაზრდა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტმა შეძლო სამომავლო პარტნიორებისთვის საკუთარი მიღწევების, აკადემიური პროგრამების, საერთაშორისო პროექტების გაზიარება და გააძლიერა თანამშრომლობა განათლების სექტორში არსებულ ორგანიზაციებთან.