24–29 აპრილს, აკადემიური მობილობის ფარგლებში SEU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი თეონა მაისურაძე ლაზარსკის უნივერსიტეტს (პოლონეთი) სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით, საგანმანათლებლო რესურსების განვითარება, ერთობლივი სასწავლო ინიციატივები და თანამშრომლობა კვლევითი და საერთაშორისო პროექტების მიმართულებით.