SEU-ს წალენჯიხის lV და V სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
მოსწავლეებს ასევე შეხვდნენ SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი თეონა მაისურაძე, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და მისცეს რჩევები პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.