8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა".
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა და საერთაშორისო მკვლევრებმა, პროფესორებმა და ექსპერტებმა 5 სხვადასხვა ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი) 11 უნივერსიტეტიდან, მათ მოხსენებები წარმოადგინეს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.
კონფერენცია სიტყვით გახსნა SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილმა და SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა - ირაკლი სამხარაძემ.
კონფერენციის მონაწილეებს და დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მაკა ბოჭორიშვილმა და გერმანიის ფედერაციული სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში - ერნსტ პეტერ ფიშერმა, მათ ხაზი გაუსვეს კონფერენციის თემის მნიშვნელობას და საქართველოს ევროპეიზაციის კურსს.
კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ:
კონფერენციის დასასრულს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თეოდორა თომამ, წარადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციისა და დაგეგმილი 29-ე მსოფლიო სამართლის კონგრესის შესახებ, რომელიც 2025 წელს დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართება.