11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ.
ჯილდო ასევე გადაეცა SEU-ს ვიცე-რექტორს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილს.
ვულოცავთ ქალბატონ ანას ამ წარმატებას .