5 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ პირველკურსელ, საერთაშორისო სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პირველკურსელების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და სტუდენტებს წარმატება უსურვეს SEU-ს ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით - გიორგი ღავთაძემ და მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ადვაძემ.
აღნიშნულ შეხვედრაზე, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან და მათთვის სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.