19 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში STEM ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა.
ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლის 1100 მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან სულ მალე 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდება.
ოლიმპიადა SEU-ს მხარდაჭერით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.