18 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და CityPay-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
CityPay არის ციფრული გადახდების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის, რომელიც მათ სთავაზობს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება საერთო პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება.
SEU-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, დასაქმდნენ და დაესწრონ CityPay - ს მიერ დაორგანიზებულ სერტიფიცირებულ ლექციებს.