18 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში UCMAS Georgia-ს (მენტალური არითმეტიკის სისტემის საერთაშორისო კონცეპტი) საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდის დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სპეციალური ჯილდოები და საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა 300-ზე მეტ მოსწავლეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ SEU-სა და UCMAS Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელება: კონფერენციების, სემინარების, ლექციების და ა.შ. ასევე ჩვენს სტუდენტებს შეეძლებათ პრაქტიკები გაიარონ UCMAS Georgia-ში.
SEU მუდმივად მხარს უჭერს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებას უწყობს ხელს.