გარე მობილობა SEU-ში
07 თებერვალი, 2024
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge
ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების საფუძველზე SEU-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.
SEU-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ჩარიცხვამდე:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი, ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.
ჩარიცხვის შემდეგ:
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ხოლო მაგისტრანტების შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ფოტოსურათი 3X4 (CD-ზე ელექტრონულად);
- წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.