12 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინდოეთის კონსული ადიტია კუმარ პანდე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები SEU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა განიხილეს აქტუალური თემები. კონსულმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს სტუდენტებს ყველა საჭირო საკითხზე.