დეპარტამენტების და ფაკულტეტების თვითშეფასების შემაჯამებელი ანგარიშების პრეზენტაცია 20 დეკემბერს, ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით SEU-ში დეპარტამენტების/სამსახურებისა და ფაკულტეტების თვითშეფასების შემაჯამებელი ანგარიშების პრეზენტაცია ჩატარდა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 2023 წელს განხორციელებული ღონისძიებები, საუკეთესო პრაქტიკები და მომავალი წლისათვის დაგეგმილი ძირითადი აქტივობები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, სხვადასხვა დეპარტამენტის/სამსახურის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.