პრაქტიკული ლექციების კვირეული SEU-ში
26 დეკემბერი, 2023
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩატარდა პრაქტიკული ლექციების კვირეული.
მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ძალიან მნიშვნელოვან, საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ლექციები თემებზე:
- „კულტურის გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე“ სპიკერი: მათე ივანიაძე, კომპანია "ინვეტ ჯგუფის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი.
- „ციფრული რევოლუცია მარკეტინგში“ სპიკერი: ნიკა ნაზღაიძე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. ციფრული კომუნიკაციის სააგენტო Digital Marketing House-ს დამფუძნებელი.
- „მენიუს ინჟინერია“ სპიკერი: ზურა ქუთათელაძე, სასმელებისა და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Golden Tulip Design Tbilisi; საკონსულტაციო კომპანია „იკიგაი“-ის დამფუძნებელი, რესტორატორი.