21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობა“, რომელსაც უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პროკურორი ქრისტინე მორგოშია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, აღნიშნული სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ ასპექტებს. ასევე, განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კვლევის შედეგები და სტატისტიკური მონაცემები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.