18 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: “ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები”.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმარმა - თამილა სანიკიძემ, თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ფიზიკური, მენტალური/ფსიქოლოგიური და სოციალური ძალადობის ზემოქმედების შედეგები.