9-10 დეკემბერს, SEU-ში Edugradient Georgia-სა და ჩვენი მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ქირურგიული კონფერენცია Surgicon2023.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები და სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ინდოეთი და ა.შ.
ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა სესიას, როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებას, ასევე პრაქტიკულ მუშაობასაც. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სალექციო სესიის შემდეგ, შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ.
SEU-ს მედიცინის ფაკულტეტი მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტებისათვის მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზებას.